სკოლის დასახელება
: სსიპ ქ.თბილისის N 176 საჯარო სკოლა
მასწავლებელი
: თეა ჭყოიძე
პროგრამის
დასახელება: ინგლისური
ენა (კლასგარეშე საქმიანობა) კონკურსებისათვის/ ოლიმპიადებისათვის შეჯიბრებისათვის
მოსწავლეთა მომზადება.
რეფლექსია
მოსწავლეთა მონაწილეობა კონკურსებში, ოლიმპიადებში, შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის. მიუხედავად შედეგისა მოსწავლეთა წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად,საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად, და მეტად მოტივირებულნი ეუფლებიან საგნებს; სწავლება აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და, შესაბამისად მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა წრეც ფართოვდება.
ჩემ მიერ ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი V კლასის მოსწავლეებისაგან შეირჩა. შევიმუშავე სამუშაო გეგმა ესგ-ს მიზნების შესაბამისად.
პირველივე მეცადინეობაზე გავიარეთ ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები.
გასული წლების ოლიმპიადების ნიმუშების შესაბამისი თემის ტიპიურ სავარჯიშოებზე მეცადინეობა.
(www.kings.ge http://smartgeo.ge)
ასევე, ჩავატარეთ სადიაგნოსტიკო ტესტირება,რის შედეგადაც მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობებისათვის მეტად ყურადსაღები საკითხები. შემდეგი აქტივობების ძირითადი მიზანი იყო ენობრივი უნარების დახვეწა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წაკითხული უცხო ( ინგლისურენოვანი) ტექსტის გააზრება, სიტუაციური ამოცანების ამოხსნა, დიალოგებში მონაწილეობა, გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენება.
(გამოვიყენე დარეჯან გურასაშვილი
„ Improve your English Vocabulary“ .) ,( ეკა ზამბახიძე მაკა ზამბახიძე English Tests (starter)
შედეგებმა ცხადყო, რომ წინარე და არსებული მოსწავლეთა ცოდნის დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბავშვები ცუდად არ მოემზადნენ ოლიმპიადისათვის
ოლიმპიადის პირველი ტური წარმატებით გაიარეს
და მივიდნენ ფინალამდე თუმცა მათ მიერ მიღებული
ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. გვქონდა ხარვეზები და ვცდილობთ ამ ხარვეზების
გამოსწორებას. მოსწავლეები არიან მოტივირებულნი და უკვე მონაწილეობა მიიღეს ახალ სასწავლო
წელს გამოცხადებულ ოლიმპიადაში ველით შედეგებს.
ვცდილობ აღმოვფხვრა ხარვეზები და დავსახო მეტად ეფექტური, შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამა.
ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის შევარჩიე ისეთი აქტივობები,რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება ენობრივი ბარიერის დაძლევაში, ინგლისურენოვანი ტექსტის გააზრებაში, გაზრდის მათ ლექსიკურ მარაგს, გრამატიკული კონსტრუქციების, სიტუაციური ლექსიკონებისა და ფრაზეოლოგიის, მხატვრული კითხვის, ენობრივი , და, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებაში.
უცხო ენის (ინგლისური ენა) სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნებისმიერ აქტივობაში (მათ შორის ოლიმპიადაშიც) გათვლილია ძირითადი მიზნის მისაღწევად: მოსწავლეთა მიერ შეძენილი პასიური ცოდნის აქტიურ მეტყველებაში გადატანა.