Friday, 30 November 2018

ინგლისური ენის მე 4 კლასის გაკვეთილის რეფლექსია


რეფლექსია

43 კლასში ჩავატარე ინგლისური ენის სტანდარტული გაკვეთილი თემაზე “ My Family”.
გაკვეთილი დავიწყე მისალმებითა და სიის ამოკითხვით. კლასს გავაცანი თემა და მიზანი. შემდეგ დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმება. დავალებად გვქონდა ჩემი ოჯახი. მოსწავლეებმა პრეზენტაცია გააკეთეს თავისი ოჯახების შესახებ.
შემდეგ მოუსმინეს ტექტს ელიოტის ოჯახის შესახებ , ამოიცნეს ახალი სიტყვები. ახალი მასალა განამტკიცეს სხვადასხვა აქტივობებში. იმუშავეს წყვილებში ასევე , შეასრულეს ჯგუფური მუშაობა. თითოეულ ჯგუფს დაურიგდათ ბარათები სადაც ამოსაცნობი იყო ახალი სიტყვები. მოსწავლეები თანაბრად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.
გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება. გაკვეთილი მთლიანად ჩატარდა ისე როგორც მქონდა გეგმით გათვალისწინებული.


ინგლისური ენის გაკვეთილი მე 4 კლასი


გაკვეთილის გეგმა
საგანი :ინგლისური ენა
სწავლების საფეხური : დაწყებითი კლასი 43
მოსწავლეთა რაოდენობა : 27
სსმ არ მყავს
თემა: My Family ( ჩემი ოჯახი)
მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გაგებას და მთავარი აზრის  ამოცნობას, რაც განუვითარებთ მათ კითხვის უნარ ჩვევას.
ე.ს.გ გათვალისწინებული შედეგები და ინდიკატორები:
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

უცხ.დ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ აღწერონ თავიანთი ოჯახის წევრები და ახალ ტექსტში ამოიცნონ უკვე ნასწავლი სიტყვები.

მოსწავლეთა ორგანიზება: სხედან ჯგუფებში და მასწავლებელი აცნობს მათ ჯგუფური მუშაობის წესებს ( პრეზენტატორის არჩევა, თანამშრომლობა, დახმარება, ურთიერთპატივისცემა)





N
აქტივობის აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზება
სასწავო რესურსი
დრო
თითოეული აქტივობისთვის მისაღწევი შედეგი

მისალმება.
 სიის ამოკითხვა  გაკვეთილის თემისა  და მიზნის გაცნობა.
The aim of the lesson is to identify the main idea of the text and develop your reading and speaking skills.
ვერბალური
მთელი კლასი

5

აქტივობა N 1
დავალების შემოწმება
“My family”

Student ‘s projects
ვერბალური

მთელი კლასი
საშინაო დავალების რვეულები

ბარათები
2
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს თავიანთი ოჯახების შესახებ.


Presentation “My family”
ვერბალური
მთელი კლასი
8

აქტივობა N 2
ახალი სიტყვების მოსმენა (გვ 83 track 22)
Listen to the Cd  and repeat new vocabulary
გაგება, გააზრება.
მთელი კლასი
CD ფლეიერი
სახელმძღვანელო
5
სიტყვების მოსმენა და გამეორება. მოსწავლეები შეძლებენ დაიმახსოვრონ ახალი სიტყვები.

     Elliot’s family
Listen to the CD  and read text about Eliot s Family
გაგება, გააზრება.
მთელი კლასი
CD ფლეიერი
სახელმძღვანელო
7
ტექსტზე მუშაობა და ტექსტის განმტკიცება.ახალი სიტყვების აღმოჩენა.
აქტივობა N 3
     Elliot’s family
ტექსტის განმტკიცება
( გვ34 N 2)
Ask  and answer the questions
კითხვა პასუხი
წყვილებში მუშაობა
სახელმძღვანელო
5
ნასწავლი სიტყვებისა და ტექსტის განმტკიცება.მოსწავლები წყვილებში ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს.
აქტივობა N 4
Complete the text using the words

გაგება, გააზრება,

ჯგუფური
მუშაობა
ბარათები
5
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები.მათ უნდა
ააწყონ წინადადებები ელიოტის ოჯახის წევრებზე.
აქტივობა N 5
თამაში „Play memory game”
კითხვა პასუხი
ჯგუფური
მუშაობა
სავარჯიშო რვეული
სახელმძღვანელო
5
მოსწავლეებს შეუძლიათ გაიხსენონ დეტალები ელიოტის დედის, მამის და დის შესახებ

შეჯამება
რა ვისწავლეთ?
ით იყო საინტერესო ჩვენი გაკვეთილი?
შეჯამება/ შეფასება
კითხვა პასუხი
ინდივიდუალური

2


საშინაო დავალება
აღწერონ საკუთარი გარეგნობა.  ახალი ლექსიკის გამოყენებით.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი

1



ინგლისური ენის ოლიმპიადის რეფლექსია


 სკოლის დასახელება :         სსიპ  ქ.თბილისის N 176 საჯარო სკოლა
მასწავლებელი : თეა ჭყოიძე
პროგრამის დასახელება:  ინგლისური ენა (კლასგარეშე საქმიანობა) კონკურსებისათვის/ ოლიმპიადებისათვის შეჯიბრებისათვის მოსწავლეთა მომზადება.
რეფლექსია
                მოსწავლეთა მონაწილეობა კონკურსებში, ოლიმპიადებში, შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის. მიუხედავად შედეგისა მოსწავლეთა წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად,საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად, და მეტად მოტივირებულნი ეუფლებიან საგნებს; სწავლება აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და, შესაბამისად მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა წრეც ფართოვდება.
      
ჩემ მიერ ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი   V კლასის მოსწავლეებისაგან შეირჩა. შევიმუშავე სამუშაო გეგმა ესგ- მიზნების შესაბამისად
 
              პირველივე მეცადინეობაზე გავიარეთ ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები. გასული წლების ოლიმპიადების ნიმუშების შესაბამისი თემის ტიპიურ სავარჯიშოებზე მეცადინეობა. (www.kings.ge  http://smartgeo.ge)
                ასევე, ჩავატარეთ სადიაგნოსტიკო ტესტირება,რის შედეგადაც მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობებისათვის მეტად ყურადსაღები საკითხები. შემდეგი აქტივობების ძირითადი მიზანი იყო ენობრივი უნარების დახვეწა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წაკითხული უცხო ( ინგლისურენოვანი)  ტექსტის გააზრება, სიტუაციური ამოცანების ამოხსნა, დიალოგებში მონაწილეობა, გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენება. (გამოვიყენე  დარეჯან გურასაშვილი „ Improve your English Vocabulary“ .) ,( ეკა  ზამბახიძე მაკა ზამბახიძე  English Tests (starter)
      შედეგებმა ცხადყო, რომ წინარე და არსებული მოსწავლეთა ცოდნის დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბავშვები ცუდად არ მოემზადნენ ოლიმპიადისათვის
    ოლიმპიადის პირველი ტური წარმატებით გაიარეს და მივიდნენ ფინალამდე  თუმცა მათ მიერ მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. გვქონდა ხარვეზები და ვცდილობთ ამ ხარვეზების გამოსწორებას. მოსწავლეები არიან მოტივირებულნი და უკვე მონაწილეობა მიიღეს ახალ სასწავლო წელს გამოცხადებულ ოლიმპიადაში  ველით შედეგებს.
               ვცდილობ აღმოვფხვრა ხარვეზები და დავსახო მეტად ეფექტური, შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამა.
             ინგლისური  ენის ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის შევარჩიე ისეთი აქტივობები,რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება ენობრივი ბარიერის დაძლევაში, ინგლისურენოვანი ტექსტის გააზრებაში, გაზრდის მათ ლექსიკურ მარაგს, გრამატიკული კონსტრუქციების, სიტუაციური ლექსიკონებისა და ფრაზეოლოგიის, მხატვრული კითხვის, ენობრივი , და, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებაში.                   
     
უცხო ენის (ინგლისური ენა) სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნებისმიერ აქტივობაში (მათ შორის ოლიმპიადაშიც) გათვლილია ძირითადი მიზნის მისაღწევად: მოსწავლეთა მიერ შეძენილი პასიური ცოდნის აქტიურ მეტყველებაში გადატანა.

         


ინგლისური ენის მე 4 კლასის გაკვეთილის რეფლექსია

რეფლექსია 4 3 კლასში ჩავატარე ინგლისური ენის სტანდარტული გაკვეთილი თემაზე “ My Family”. გაკვეთილი დავიწყე მისალმებითა და სიის ამოკ...